რეზონანსი
28.06.2019

2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის დროს დაზარალებული ბესიკ ტაბატაძე სააკაშვილის რეჟიმის მიერ სასტიკად დარბეული აქციის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

"მემორიალის სიახლოვეს ვიდექით. სპეცრაზმელები წინ მიიწევდნენ. წასასვლელი აღარსად იყო. სწორედ ამ დროს გავიგონე - "ნახე, არ გარბის ეს ნაბიჭვარიო" და ცეცხლი გამიხსნეს! ვიგრძენი როგორ გასკდა თვალი. ტყვიის წუილი გავიგონე. იმ წამშივე დავკარგე მხედველობა. ხელი მოვისვი - თვალი ხომ არ გადმომივარდა-მეთქი და სისხლით დავისვარე. ფეხებთან გაზის კაფსულა დავარდა. ჩავისუნთქე თუ არა, მეორე თვალითაც დავრბმავდი. სრულიად უცხო ადამიანებმა გამომიყვანეს...

პოლიციის სამმართველოში გადაგვიყვანეს, სადაც მთელი ღამე გავატარე. დილის 7 საათამდე ასეთ მდგომარეობაში დამტოვეს, საავადმყოფოში არ გადამიყვანეს.

2011 წელი, 26 მაისი“, - წერს ბესიკ ტაბატაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×