რეზონანსი
28.06.2019

 სოციალურ ქსელში გაჩნდა მოწოდებები, შსს მინისტრის გიორგი გახარიას მხარდასაჭერად აქციის ჩატარების თაობაზე. ზუგდიდის კულტურისა და ხელოვნების ააიპ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ლიკა ქვარცხავა მოუწოდებს თანამოაზრეებს, რუსთაველზე მიმდინარე აქციის პარალელურად ჩაატარონ კონტრაქცია გიორგი გახარიას მხარდასაჭერად.

„როგორც ვხედავ, ვერ ხვდებიან, რომ ასობით ათასი ადამიანი გულშემატკივრობს გიორგი გახარიას. ვიცი, რომ რისკები გასაანალიზებელია, მაგრამ გთავაზობთ მშვიდობიან (ამ სიტყვის ჭეშმარიტი დატვირთვით) კონტრაქციას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, სადაც როგორც ჩვენ თანამოქალაქეებს, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებს უნდა დავანახოთ, რომ მიმდინარე აქციები არის ქვეყნის მოსახლეობის მცირე ნაწილის მოთხოვნა, რომელთა უმრავლესობა პოლიტიკურად მართულია.

მოქმედების დროა!“- წერს ლიკა ქვარცხავა.

ქვარცხავა რამდენიმე თვის განმავლობაში სამეგრელოს გუბერნატორის ალექსანდრე მოწერელიას პრესსამსახურის უფროსი იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×