
ნიკა მელიას მამა ანზორ მელია გახარებულია, რომ სასამართლოს შემდეგ მისი ვაჟი ოჯახში დაბრუნდა. ირკვევა, რომ ის ამ გადაწყვეტილებას არ ელოდა.
"სიმართლე გითხრათ არ ველოდი, ისეთი კოსმოსური სისწრაფით მოაწყვეს ყველაფერი. არ იცოდა ნიკამ, რომ 2 საათზე სასამართლო პროცესი იყო. მე ბედნიერი ვარ იმით, რომ ბავშვს მამა სახლში ეყოლება. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. მთვარობაც დაფიქრდება, რომ ასე არ შეიძლება", - აცხადებს ანზორ მელია.
"პრაიმტაიმის" კითხვაზე - შეიკავებს თავს თუ არა აწ უკვე ყოფილი დეპუტატი პოლიტიკური განცხადებებისგან და მოერიდება თუ არა საზოგადოების თავშეყრის ადგილებში ყოფნას, - ანზორ მელია ასე პასუზობს:
"თავის თავის მტერი ხომ არ არის. თავის აზრს წერილობით გამოთქვამს, ალბათ. ნიკას ვერავინ გააჩერებს, გამორიცხულია".