რეზონანსი
27.06.2019

  ხმაური იყო შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან, სადაც მესამე დღეა, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელსა და პოლიციას შორის ბანერის გაკვრას მოჰყვა.

ოპოზიციონერი ელგუჯა ბაგრატიონის მტკიცებით, პოლიციამ ბანერის გაკვრის საშუალება არ მისცა.

„ჩვენ კანონის ფარგლებში ვმოქმედებდით. არაფერი ბანერის გაკვრით არ შავდება. აქციები გაგრძელდება, სანამ ყველა მოთხოვნა არ შესრულდება და გახარია არ დატოვებს თანამდებობას", - განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, ელგუჯა ბაგრატიონმა.

მოგვიანებით აქციის მონაწილეთა ნაწილმა, „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა დენდროლოგიურ პარკთან გადაინაცვლეს. ისინი პარკში შეღწევას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც სამართალდამცავებმა

არ მისცეს. ხმაური რამდენიმე წუთს გაგრძელდა, რის შემდეგაც სიტუაცია განიმუხტა.

შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის სახლთან საპროტესტო აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×