
„აქ ვზივარ თითოეულ ჩემს კითხვას აქვს სამართლებრივი მნიშვნელობა. არცერთი ტყვია, რაც აკრძალულია, ან არის ლეტალური, ამ ღონისძიების დროს არ გამოყენებულა და ვერც იქნებოდა", - ამის შესახებ გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომლებმაც მას კითხვა ერთმნიშვნელოვნად დაუსვეს - რატომ გვესროლეს ტყვიები, რომლის გამოყენებაც ადამიანების წინააღმდეგ არ შეიძლება.
„2012 წლის აგვისტოშია ნაყიდი და მას შემდეგ არსებობდა შეიარაღებაში. ჩემი აქ ყოფნის მანძილზე მისი გამოყენება მოხდა პირველად", - განმარტა გახარიამ.
ეს კითხვები - არ არის ლეტალური ეს ტყვიები, თუ ლეტალურია, ამას დაადგენს გამოძიება და მე პასუხს ვაგებ მის წინაშე. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გასცა ბრძანება. ყველაფერი რაც იქ ხდებოდა არის ჩემი პასუხისმგებლობა...
როგორც კი დავასრულებთ გამოძიებას, იმ შედეგების მიხედვით მივიღებ გადაწყვეტილებას, რაც დაიდება. ჩემთვის ამ სავარძელში ჯდომა არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ჩემი პასუხისმგებლობაა ის, რომ ხელისუფლების ცვლილება ძალადობით და შტურმით პოლიციაზე არ უნდა ხდებოდეს, არ უნდა ხდებოდეს, რომ ახალგაზრდების ემოციები მართული ხდებოდეს პოლიტიკური ლიდერების მიერ", - აცხადებს გახარია.
ჟურნალისტებთან შს მინისტრის შეხვედრა ახლაც გრძელდება.