
შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელევიზიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პასუხისმგებელია ყველაფერზე, რაც დღეს საზოგადოებაში ხდება.
„ჩემი პასუხისმგებლობაა, რომ ყველაფერი, რაც დღეს ჩვენ საზოგადოებაში ხდება და როდესაც სახალხო სასამართლოს ვუწყობთ ცალკეულ ადამიანებს, მათ შორის პოლიციელებს, მაშინ როდესაც სამართლებრივი პროცედურები ჯერ არ დაწყებულა, ესეც ჩემი პასუხისმგებლობაა. ეს ადამიანები, იცავდნენ სახელმწიფო ინსტიტუტს, რომლებიც პასუხისმგებლობიდან გამომდინარე იცავდნენ სამოქალქო სიმშვიდეს, იძულებული გახდნენ, გამოეყენებინათ ლეგიტიმური ძალა, ეს ადამიანები უნდა იყვნენ შეფასებული საზოგადოების მხრიდანაც. ზოგადად ყველაფერი, რაც ამ ღონისძიების დროს მოხდა, არის ჩემი პასუხისმგებლობა, მისი დაწყებიდან დასრულებამდე და ამას მე არ გავურბივარ“, - – აცხადებს გიორგი გახარია.
შეხვედრა ჟურნალისტებთან ამ წუთებშიც გრძელდება.