
"ის, რაც მოხდა არ იყო შს მინისტრის არჩევანი, ეს არის მათი მოვალეობა, რომ დაიცვან წესრიგი ქვეყანაში, დაიცვან დემოკრატიული ინსტიტუსტები", - პრემიერ-მინისტრი მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტების შეკითხვებას პასუხობს.
პრემიერის განცხადებით, პასუხისმგებლობა ამ შედეგებზე ეკისრება მსჯავლდებულ სააკაშვილს და მის აგრესიულ ჯგუფს, რომლებიც შეეცადნენ გამოყენებინათ მოქალაქეების გულწრფელი პროტესტი და იერიში მიეტანათ კონსიტუციაზე.
"ეს არის სრულიად მიუღებელი. ცალკეულ შემთხევაში ცალკეული ადამიანების მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალის გადამატების შემთხვევებსაც. ყველა თანხმდება, რომ ბოლო მომენტამდე სამართალდამცავები აკეთებდნენ ყველაფერს, რათა არ მომხდარიყო ჩარევა, მაგრამ ბოლოს ისინი იძულებულნი გახდნენ გამოეყენებინათ ლეგიტიმური ძალა.
მეორე მხრივ, არსებობს კადრები, რომ ცალკეული პირების მხრივ ადგილი ქონდა ძალის გადამეტებას. ამას ყველაფერს შესწავლა და გამოძიება სჭირდება", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.