რეზონანსი
27.06.2019

 (რეზონანსი) "პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე ეკისრება მსჯავრდებულ სააკაშვილს და მის აგრესიულ ჯგუფს" - პრემიერი 20 ივნისის დარბევაზე საუბრობს.

ბახტაძე ამბობს, რომ ის, რაც 20 ივნისის ღამეს მოხდა, არ იყო შს სამინისტროს, ან მისი ხელმძღვანელის არჩევანი.

„ეს არის მათი მოვალეობა დაიცვან კონსტიტუცია და წესრიგი ქვეყანაში. შედეგი არის მძიმე იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენი მოქალაქეები დაზარალდნენ. ადამიანების ჯანმრთელობაზე მაღლა არაფერი დგას.

პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე ეკისრება მსჯავრდებულ სააკაშვილს და მის აგრესიულ ჯგუფს, რომლებიც შეეცადნენ, გამოეყენებინათ ჩვენი მოქალაქეების გულწრფელი პროტესტის და იერიში მიეტანა ჩვენს კონსტიტუციაზე.

საზოგადოება თანხმდება, რომ ცალკეულ შემთხვევებში, ცალკეული ადამიანების მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტების შემთხვევას, ანუ ერთის მხრივ გვაქვს სიტუაცია, როცა ყველა თანხმდება, რომ ბოლო მომენტამდე ჩვენი სამართალდამცველები აკეთებდნენ ყველაფერს, რომ არ მომხდარიყო ჩარევა, მაგრამ როდესაც ვერ აკავებდა კორდონი , ისინი იძულებული იყვნენ გამოეყენებინათ ლეგიტიმური ძალა, ეს არის შეფასება, რომელსაც აკეთებს ყველა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაცია,"-განაცხადა ბახტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×