რეზონანსი
27.06.2019

 (რეზონანსი) საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 29 ივნისიდან, რამდენიმე დღით, მნიშვნელოვნად დაიკლებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2 ივლისამდე ქვეყანაში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, ასევე სეტყვა და ქარის გაძლიერება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 29 ივნისს-პირველ ივლისს ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლებაა ნავარაუდევი, ზღვაზე კი, შესაძლებელია ორ-სამ ბალიანი ღელვა.

გარემოს ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლოა, საქართველოს მცირე მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების წარმოქმნა-გააქტიურება გამოიწვიოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×