რეზონანსი
27.06.2019

 (რეზონანსი) თბილისის მე-14 საჯარო სკოლის მასწავლებლის, მანანა ჩოხელის დაღუპვის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

ჩოხელი ყინწვისში ექსკურსიაზე მოსწავლეებთან ერთად იყო, რა დროსაც დიდი სიმაღლიდან გადავარდა და გარდაიცვალა. თვითმხილველების თქმით, მასწავლებელი ხის ფიცარზე მოსწავლეებთან ერთად იჯდა, მოსწავლეები ფოტოს გადასაღებად წამოდგნენ, რა დროსაც პედაგოგმა წონასწორობა დაკარგა და ხევში 25 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

თავის არეში მძიმე ტრავმების გამო პედაგოგის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×