რეზონანსი
27.06.2019

 (რეზონანსი) 29 წლის ხათუნა ხვედელიანი, რომელსაც მოულოდნელად პლაცენტის აცლა დაემართა, გარდაიცვალა. ინფრომაციას "პრაიმტაიმი" ავრცელებს.

ახალგაზრდა გოგო 8 თვის ორსული იყო, მოულოდნელი დიაგნოზის გამო კი ნაყოფი დაიღუპა.

„მჯეროდა და მინდოდა რომ დაგეძლია, რომ ერთ დროს, უბრალოდ რთულ მოგონებად გაგეხსენებინა ეს ყველაფერი. რთულია შენზე წარსულში ლაპარაკი, რთულია შენთვის შესაფერის ყვავილზე ფიქრი, ვერ ვიაზრებ და კიდე ვერ ვაანალიზებ რომ აღარ ხარ, ხათო. ძალიან ბევრს დაგვწყვიტა გული. ძალიან უსუსურად ვგრძნობ თავს. და ძალიან მენანება ასეთ ლამაზი გოგოს ყველაზე დიდი უბედურება, რომ დაატყდა თავს. არ მომეძებნება სიტყვები რომ რამე ვთქვა." - წერს მისი მეგობარი სოციალურ ქსელში.

ხათუნა ხვედელიანი შეუძლოდ რამდენიმე თვის წინ გახდა. მას 5 სხვადასხვა ოპერაცია გაუკეთდა.

ბოლო სამი თვის მანძილზე ის რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. მას 3 წლის ბიჭი დარჩა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×