რეზონანსი
27.06.2019

 (რეზონანსი) „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას თქმით, მოქალაქეების მხრიდან იმდენად დიდი აღშფოთება იქნა გამოთქმული ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით, რომ ივანიშვილი იძულებული გახდა მსგავსი გადაწყვეტილება მიეღო.

აღნიშნული კომენტარი უგულავამ სასამართლოსთან გააკეთა სადაც ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. უგულავას თქმით იმ დეპუტატებს, რომლებმაც ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირეს, უნდა რცხვენოდეთ.

"დღეს ამ ხალხმა თვალებში როგორ უნდა შეხედოს საზოგადოებას. გუშინ იგივე მტკიცებულებები დაგიხვედრეს აი ის რაღაც ფარატინა ქაღალდი და თქვენ 93-ვე დეპუტატმა ადექით და ადამიანი, თქვენი კოლეგა მიაჭირეთ ხელი და გაუშვით ციხეში. თქვენი კოლეგა თქვენი მხრიდან ციხეშია გაშვებული, თქვენ არაფერი არ გეშველებათ. 93 პოლიტიკური გვამი დევს დღეს უმრავლესობაში პარლამენტში. როგორც 90-იან წლებში პრეზერვატივებს ცდიდნენ საბჭოთა კავშირში, ასე გამოსცადა ბიძინა ივანიშვილმა ის 93. მონობის ტესტი თქვენ ჩააბარეთ მაგრამ ხვალიდან როგორ უნდა გააგრძელოთ საქმიანობა ეგ მიკვირს", - განაცხდაა გიგი უგულავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×