რეზონანსი
27.06.2019

 (რეზონანსი) რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით თავის პოზიციას აფიქსირებს. მისი თქმით, ქართველებს შორის ეს დაუსრულებელი კონფლიქტი ერთხელაც უნდა დასრულდეს.

ბასა ფოცხიშვილი: - შეძრული და აღშფოთებულები ვარ. ისევ ქართველებმა დავხოცეთ ერთმანეთი. რუსეთს არაფერი მოსდის, ჩვენ მუდმივად ვკლავთ ერთმანეთს. არ ვიცი, ეს ისტორია რატომ მეორდება ასე დაუსრულებლად. სირცხვილია, მართლა ერთმანეთს ვჭამთ ქართველები. ვერ გაგვირჩევია, ვინ მტერია და ვინ მოყვარე. გავრილოვი წავიდა, არაფერი მოსვლია. ნუთუ იმ ორი ბავშვის თვალის დაკარგვად ღირდა ეს ყოველივე? არასდროს არ დამთავრდა ეს ბინძური პოლიტიკური თამაშები. მერამდენე წელია ვიღაც შტერების და გაუნათლებლების სკამებს ეწირება უდანაშაულო, სუფთა და წმინდა ადამიანები. ამ დროს ამ აქციის მონაწილე ბავშვები გულწრფელები არიან. ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს! დიდ ბოდიშს ვიხდი შეფასებისთვის - შტერების სკამებისთვის ერთმანეთს ვჭამთ ხუთი კინკილა ერი, ოკუპანტები მშვენივრად არიან.

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×