რეზონანსი
27.06.2019

 (რეზონანსი) ნიკა მელიას განცხადებით, სასამართლოს მხრიდან გირაოს შეფარდების შესახებ გადაწყვეტილებას არ ელოდა.

„ივანიშვილის მდგომარეობა დღეს უფრო მძიმე ვიდრე ადრე, მე მივმართე მოსამართლეს რომ მისი ნებისმიერი გადაწყვეტილება იქნებოდა პოლიტიკური, ვინაიდან გოგოხია არის ჩინჩალაძის მეგობარი.

გუშინდელი დღის მერე შიშმა აიყოლია ბიძინა ივანიშვილი, დაინახა, რომ არანაირი მტკიცებულელება არ არსებობდა, თქვენი მეცადინეობით საზოგადოების, მედიის საერთაშორისო პარტნიორების. დაურეკეს გოგოხიას და უთხრეს რომ მელია არ უნდა დაეჭირათ", - განაცხადა მელიამ.

მელიამ თავის კოლეგა დეპუტატებსაც მიმართა უმრავლესობიდან: „მივმართავ დეპუტატებს, რატომ დააცინინეთ ივანიშვილს საკუთარი თავები ასე", - განაცხადა ნიკა მელიამ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებულ წევრს ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

გუშინ, პარლამენტმა პროკურატურას თანხმობა მისცა, დეპუტატ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, სასამართლოს მიმართოს.

ნიკა მელიას ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელობას და ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ნიკა მელიას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×