რეზონანსი
27.06.2019

 (რეზონანსი) თბილისის საქალაქო სასამართლოში  ნიკა მელიას სასამართლო პროცესი იმართება. ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა მოსამართლეს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას დიდი მნიშვნელობა აქვს.

„არასოდეს არ ქონია ამხელა მნიშვნელობა მოსამართლის გადაწყვეტილებას როგორც დღეს, უამრავი პოლიტიკოსის ადვოკატი ვყოფილვარ, დღეს ამ პროცესს აქვს უდიდესი მნიშვნელობა, რადგან ჩვენ დღეს აქ ქვეყნის ახალ ისტორიას დავწერთ.

თქვენ დარწმუნებული ვარ კარგად გაქვთ გაანალიზებული რა პროცესები მიმდინარეობს ნიკა მელიას სამართლებრივ დევნაში, იცით რომ მელია არც.მიიმალება არც მოწმეებზე მოახდენს გავლენას, იცით რომ სხვა საქმეზე ბრალდებულია და ხელი არასოდეს შეუშლია და არც მიმალვა უცდია.

სასაცილოა ბრალდების მხარის განცხადება, რომ მოწმე ნათია ბერიძე აცხადებს რომ ფეისბუკ პოსტზე უწერენ რაღაცეებს, გეკითხებით აქ რა შუაშია ნიკა მელია? სასაცილია ბატონო მოსამართლევ ეს პოზიცია პროკურორის მხრიდან, რომ თურმე ამიტომ მოახდენს მელია მოწმეებზე გავლენას. ეს ხელოვნურად შექმნილი საქმე გამოყენებულია როგორც ინსტრუმენტი მელიას პოლიტიკური საქმიანობისგან ჩამოსაშორებლად.“- განაცხადა ადვოკატმა.

წყარო: ნიუპოსტი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×