რეზონანსი
27.06.2019

 (რეზონანსი) რუსულ გაზეთთან ინტერვიუს მიცემისას ბედუკაძემ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა.  ამ ინტერვიუში ის ამბობს რომ "პუტინის ადგილას ტანკებს შემოიყვანდა, როგორც ეს 2008 წელს მოხდა".

ბედუკაძეს ჟურნალისტმა დაუსვა აგრეთვე კითხვა საფრთხის შემცველი იყო თუ არა რუსეთის მოქალაქეებისთვის მიმდინარე პროცესების კვალდაკვალ საქართველოში ჩამოსვლა, რაზეც ბედუკაძემ განაცხადა, რომ ,,ქართველი მოსახლეობის 80 % კეთილგანწყობილია რუსეთის მიმართ და მათთვის რუსეთთან ურთიერთობა დაბრკოლებას არ წარმოადგენს, მტკივნეული მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის საკითხია".

რესპოდენტის თქმით "ბათუმში ყველაფერი რუსულია - სიმღერები, მენიუ და ა.შ .თუ რუსი ტურისტები არ ჩავლენ ბათუმში, იგი მოჩვენებათა ქალაქს დაემსგავსება". 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×