რეზონანსი
27.06.2019

 (რეზონანსი) სასამართლოში მივიდა მელიას საქმის პროკურორი, ამირან გულუაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ საკმარისი მტკიცებულებებია მელიას დასაკავებლად.

"მხედველობაში მიიღება ის გარემოება, რომ მან სხვა სისხლის სამართლის საქმეზე შეაფრდებული გირაო აღკვეთის ღონისძიება, რომელიც მის მიმართ არის გამოყენებული, დაარღვია, მიუხედავად კანონისმიერი ვალდებულებისა, გუშინ არ გამოცხადდა ბრალდების შესახებ დადგენილების გასაცნობად და ჩასაბარებლად. რაც შეეხება მტკიცებულებებს, საქმეზე, ამ ეტაპზე სამართლებრივი პროცედურა გულისხმობს, სასამართლოს მხრიდან, მათ შორის, მტკიცებულებების შეფასებას და იმის განსაზღვრას, რამდენად არსებობს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი" - აღნიშნა გულუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×