რეზონანსი
27.06.2019

 (რეზონანსი) დამწვრობის ცენტრში 21 წლის გოგო ლეღვის ნახარშის გამოყენების შედეგად მიღებული ქიმიური დამწვრობის გამო მკურნალობს. მას სხეულის 20-25 პროცენტი აქვს დამწვარი.  დამწვრობა იმდენად სერიოზულია, რომ სრულ რეაბილიტაციას ორი კვირა დასჭირდება. დაზიანებულია ძირითადად ქვედა კიდურები.

ინფორმაციას ამის შესახებ "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.

ექიმები მოქალაქეებს მოუწოდებენ არ გამოიყენონ ლეღვის ნახარში. ასევე ურჩევენ 11:00 საათიდან 17:00 საათამდე პერიოდში თავი შეიკავონ ხანგრძლივად მზეზე ყოფნისგან და გამოიყენონ მზისგან დამცავი საშუალებები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×