(რეზონანსი) მწერალი ზალიკო სამადაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით ნიკა მელიას ირგვლივ განვიათარებულ მოვლენებს ეხმაურება.
„ეგრე იყო... მოვიდოდა ტელეგრამა კრემლიდან, აბა, გვაჩვენეთ, როგორ ებრძვით საბჭოთა ხელისუფლების მტრებსო და დაფაცურდებოდნენ პარტიაში...
გაიჭრებოდა ველად შინსახკომი და დაუშენდა ტყვიებს თეთრსაყელოიან მოქალაქეებს, დააყენებდა სისხლის ტბებს...
ვინც ტყვიას გადაურჩებოდა, კრებებზე დასვამდნენ, თანამშრომლებს დააგმობინებდნენ, სასტიკი განაჩენების გამომტან ე.წ. „ტროიკებს“ გადააცემინებდნენ...
დამსმენები, ადამიანების იოლად გამმეტებლები ბლომად ჰყავდათ, გინდა ელექტრო-ვაგონ შემკეთებელ ქარხანაში, გინდა - მწერალთა კავშირში...
ჰოდა, ვალმოხდილები შინ რომ მივიდოდნენ მაშინდელი ზოიძეები, პაპუაშვილები, მდინარაძეები და სხვები, ოჯახის წევრებს ეტყოდნენ, რომ იცოდეთ, როგორი საფრთხე ავარიდეთ ამხანაგ სტალინსო...“ - წერს სამადაშვილი.