რეზონანსი
27.06.2019

 (რეზონანსი) „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ნიკა მელიას შესახებ წერს, ის აღნიშნავს რომ ყველა წყენა ჩავლილია.

„გლდანის ციხეში 2014 წლის ზაფხულს „უფროსობის“ დავალებით ქურდული კორიდორი მომიწყვეს. გავიარე და უკან გამოვიარე კორპუსებს შორის -კორპუსები გლეჯდენ მიწას. ისეთი გუგუნი იყო, გინება, ჯამების რახა-რუხი, მოკლედ ჯოჯოხეთი - დაგეშილი უმრავლესობა. გასახსენებლად ისე უსიამოვნოა, რომ ამაზე წერა არც მიფიქრია.

როცა ნიკა მელიას საპარლამენტო საბჭოთა სასამართლოს ვუყურე, ჩემი ცხოვრების ეგ ეპიზოდი მედგა თვალწინ.

ზუსტად იგივე დაგეშილი უმრავლესობა, ამჯერად უკეთ კოსტუმირებული, მაგრამ ქურდულ ციხურისგან არაფრით განსხვავებული. ამაზრზენი შეგრძნება იყო. დღეს ნიკას სახით მთელმა საქართველომ განიცადა ეს. დღევანდელი ოცნების სასამართლოს შემდეგ, მე მაინც იმედს ვიტოვებ რომ ხვალ მურუსიძის სასამართლო გირაოთი გარეთ დაგტოვებს, თუმცა პატიმრობაც შენთვის შესაძლებლობა იქნება.

ბევრი რამის შესაძლებლობა! ახლა კი განცდა მაქვს, რომ ხვალ ჯარში მიდიხარ!

პ.ს. ყველა წყენა ჩემგან ჩავლილია“, - წერს უგულავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×