ბიზნესმენი ლევან ვასაძე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ვიდეო-მიმართვით ეხმაურება.
ვასაძე დაუშვებლად მიიჩნევს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ნულოვანი ბარიერით ჩატარებას.
„ეს იქნება საქართველოში დემოკრატიის საბოლოო დასამარება... არეულობა, რომელიც მერე დაიწყება იქნება კატასტროფული“, - ამბობს ლევან ვასაძე.
რაც შეეხება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას, ლევან ვასაძე ამბობს, რომ იქ მყოფი ცინიკური ჭინკები ცდილობენ ახალგაზრდების გულწრფელი აღშფოთება საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ.
„იქ იდგა გულანთებული ახალგაზრდა, რომელმაც ადრეულ ზაფხულზე უნდა გააპროტესტოს რაღაც, გამოუშვას ახალგაზრდული ენერგია. მას შეიძლება არა აქვს იმდენი ცოდნა და განათლება, რადგან თქვენ დაუნგრიეთ განათლება, თქვენ გატენეთ ისინი ნარკოტიკებით და ახლა იმკით იმას, რაც დათესეთ. ხომ გინდოდათ ნარკოკულტივაცია?! ხოდა ახლა იმკით. მეორე მხრივ, იქ დგანან ახალგაზრდები, რომელთაც ცხოვრებაში ნარკოტიკი არ გაუსინჯავთ და ყელში ამოუვიდათ ყველაფერი“, - ამბობს ლევან ვასაძე მიმართვაში.