რეზონანსი
27.06.2019

 ცნობილი იტალიელი კინოვარსკვლავი, მონიკა ბელუჩი, 19 სექტემბერს საქართველოში ჩამოდის - ინფორმაციას tv25 ავრცელებს. მსახიობის საქართველოში ჩამოყვანის ორგანიზებას, მსახიობი, ედმონდ მინაშვილი გაუწევს. 

ამჟამად ჩამოსვლის დეტალები ზუსტდება.

"ყველაფერი გადაწყვეტილია. თვითონაც ძალიან დიდი სურვილი აქვს. ახლა იმაზე მიდის საუბარი, როგორ შევფუთოთ ეს ყველაფერი. ძალიან გვინდა, რომ ყველაფერი კარგად გამოვიდეს, აქაურობა გავაცნოთ. შესაძლოა მის ვიზიტს რაიმე საქველმოქმედო ხასიათიც ჰქონდეს, ჯერჯერობით დეტალები ზუსტდება", - განაცხადა მინაშვილმა და აღნიშნა, რომ აპირებს ცნობილი მსახიობი საკუთარი ფილმის „შინდისის გმირების" გადასაღებ მოედანზეც მიიპატიჟოს.

ედმონდ მინაშვილმა მონიკა ბელუჩი, კანში გაიცნო და საქართველოშიც მაშინ მოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×