რეზონანსი
27.06.2019

გუშინ მაღაზია iplus-ში დამნაშავე დანით შეიარაღებული შეიჭრა და მძევლად ახალგაზრდა გოგონა აიყვანა. ნოდარ რაფავა დიდი ოდენობით თანხას, სიცოცხლის მოსპობის მუქარით ითხოვდა. სათვალთვალო კადრებიდან ირკვევა, რომ მძევალს დამნაშავე თავისივე სურვილით ისე ათავისუფლებს, რომ მისთვის არაფერი დაუშავებია. შეიარაღებული მამაკაცი არც ადგილიდან გარბის და არც მიმალვას ცდილობს. მხოლოდ ამის შემდეგ დააკავეს ის სამართალდამცველებმა. 

ნოდარ რაფავა ბოლო დღეებში რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციებზე მონაწილეობდა და როგორც ორგანიზატორები ამბობენ, საეჭვოდ იქცეოდა, რის გამოც პოლიციას მისი ტერიტორიიდან გაყვანა არაერთხელ სთხოვეს. იგი სიტყვითაც გამოვიდა და აქტიურობითაც გამოირჩეოდა. პოლიტიკურ ინტერესებს არ გამორიცხავენ არც მაღაზიის მფლობელები ამიტომ გამოძიებას ყველა ვერსიით დაინტერესებას სთხოვენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×