რეზონანსი
27.06.2019

აქციის დროს დაშავებული პოლიციელის გია ჯალაღანიას მეუღლე თამარ ქობალია ,,რუსთავი 2"–ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და წერს, რომ მისი მეუღლე თურქეთში სამკურნალოდ მიდის:

"მივმართავ ნიკა გვარამიას! ჩემი მეუღლე დიახაც რომ აფხაზეთიდან არის. ოჯახი დევნილია, რომელმაც ყველაფერი დაკარგა და ცხოვრება ხელმეორედ დაიწყო.

გია უწესიერესი ადამიანია, ის 2005 წლიდან ქვეყნის სამსახურშია. იბრძოდა სამაჩაბლოში და ყველგან, სადაც სამშობლოს დასჭირდებოდა. ის გულანთებული პატრიოტია.

აქციის დროს თვალი დაუზიანდა და მხედველობა თითქმის დაკარგა. გაუკეთდა ოპერაცია. დღეს, მინისტრის ბრძანებით, გია თურქეთში, ქალაქ სტამბოლში წაიყვანეს, რათა მხედველობა შეუნარჩუნდეს. იმის მიუხედავად, რომ ჩვენს გვერდით დადგეთ და დაიცვათ ჩვენი უფლებები, ურცხვად გვდებთ ბრალს, რომ გია ანტალიაში წავიდა დასასვენებლად.

სიმართლის და ღმერთის გეშინოდეთ!

სირცხვილი ნიკა გვარამია!!!

ახლა კი ვდებ ბილეთებს, იმის დასტურად, რომ გია ნამდვილად სტამბოლში მიემგავრება. 

ამ მძიმე დღეებში ვცდილობდი არ დავცემულვიყავი, თქვენ, პატივცემულო გვარამიავ, ეს შეძელით!!!" - წერს თამარ ქობალია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×