მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე ქართველები ძალიან კარგად ასპარეზობენ და მედლის მოპოვების შანსებიც ძალიან დიდი აქვთ.
-57კგ: ვახტანგ ჩიდრაშვილი რუსეთის წარმომადგენელ საიან ხერტეკს შეხვდებან.
-68კგ: მინდია ლილუაშვილის მეტოქე ბელარუსი ალიაკსანდრ კოკშა იქნება
-100კგ: რუსი ჩემპიონის დამარცხების შემდეგ, დავით ლორიაშვილი ოქროს მედლისთვის ვიქტორს რესკოს დაუპირისპირდება, რომელიც ლატვიას წარმოადგენს.
-72კგ: ნინო ოძელაშვილი მასპინძელ, ბელარუსის წარმომადგენელ ანჟელა ჟილინსკაიას შეხვდება.
+80კგ: ელენე ქებაძის მეტოქე უკრაინელი ანასტასია საპსაი იქნება.
ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს ბესარიონ ბერულავა (80კგ), რომელიც მოლდოველ სერგიუ ოსლობანუს შეხვდება.