რეზონანსი
26.06.2019

 (რეზონანსი) ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის შენობის წინ აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა წითელი ბარათი უჩვენეს შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას.

პოლიტიკური წითელი ბარათი აქციის მონაწილეების განმარტებით გახარიას თანამდებობიდან წასვლის მოთხოვნაა.

„გახარიას თანამდებობიდან მოხსნის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს პრემიერმინისტრმა, დღეს სავარაუდოდ პრემიერ მინისტრი ქუთაისში ჩამოვა, სადაც დაგეგმილია კონცერტი, ჩვენ ამ წითელ ბარათს ვუჩვენებთ მას, რადგან ვთვლით რომ ბოლო კვირის მანძილზე ქვეყანაში საკონცერტო არაფერი მომხდარა".

-განაცხადა აქციის მონაწილემ ეკა ფხაკაძემ.

ქუთაისში აქციები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს.

(პრაიმტაიმი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×