რეზონანსი
26.06.2019

 (რეზონანსი) როგორც ცნობილია, პარლამენტის სესიის დაწყებამდე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებას "ოცნების" დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს.გადაწყვეტილებას მხარი 91 მომხრე და არცერთი წინააღმდეგი იყო.

კომიტეტში საქართველოს გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის თამარ ჩუგოშვილის სახელზე გამოგზავნილი წერილი განიხილეს.

წერილის მიხედვით, თადუმაძე საქართველოს პარლამენტის წევრის ნიკა მელიას მიმართ, დეპუტატისთვის საპატიმრო ღონისძიების უზრუნველყოფისთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებას ითხოვს.

ბრალის დადგენილება პარლამენტში საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე რევაზ ბაღაშვილმა და საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა, ამირან გულუაშვილმა წარადგინა.

  

  

  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×