რეზონანსი
26.06.2019

 (რეზონანსი) რუსეთის ფედერაციის ქალაქ პერმში თელაველი მამაკაცი გარდაიცვალა. 36 წლის სოსო ციხელიშვილი, გარდაცვლილი, საკუთარ ბინაში ძმამ იპოვა.

მედიასთან კონტაქტზე ოჯახი უარს აცხადებს.

ახლობლების ინფორმაციით, სიკვდილის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გარდაცვლილს ექსპერტიზა უტარდება.

„ჯერ ექსპერტიზა უტარდება, მომავალ კვირაში თელავში ჩამოასვენებენ“,- განაცხადა „პრაიმტაიმთან“ ოჯახის ნათესავმა.

ციხელიშვილის ოჯახს თელავში მცირე სასტუმრო აქვს, თავად გარდაცვლილი, ძმასთან ერთად, ქალაქ პერმში, მცირე ბიზნესით იყო დაკავებული.

წყარო: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×