რეზონანსი
26.06.2019

 (რეზონანსი) შს მინისტრი გიორგი გახარია პასუხს ვერ აგებს კონკრეტული პოლიციელების თვითნებური ქმედებისათვის, - ამ თემაზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

კილაძის თქმით, 20 ივნისს აქცის დროს პოლიციამ სწორად იმოქმედა.

„ყველგან დანაშულია პოლიციელის შეურაცხყოფა, თავდასხმა და ძალადობრივი ქმედებები, მითუმეტეს, ეს ქმედებები ხდება პარლამენტის შტურმის და აღების ფონზე. ეს ორი რაღაც უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან. რამდენად იყო ამაში დამნაშავე კონკრეტულად ნიკა მელია, ანუ რამდნად იყო მისი დანაშაულის შემადგენლობა წარმოდგენილი, ეს სასამართლოს და პროკურატურის გადასაწყვეტია. რაც შეეხება გიორგი გახარიას პაასუხისმგებლობას, ჩემი აზრით, ჩვენმა პოლიციამ სწორი ნაბიჯი გადადგა, როცა მან შტურმი აღკვეთა პარლამენტზე. ეს იყო სწორი ნაბიჯი, მაგრამ ძალაუფლების გადამეტების ნაწილში გეთანხმებით, რომ მოხდა ძალაუფლების გადამეტება, ოღონდ კონკრეტული პოლიციელების მხრიდან. ვერ შემოვალ სამართლებრივ განხილვაში, მაგრამ ერთი შემიძლია პოლიტიკურად შევაფასო - პოლიციამ უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედა. ცალკეული პოლიციელების ქმედებისთვის შს მინისტრი გიორგი გახარია პასუხს ვერ აგებს. თუ გაქვთ მტკიცებულება, რომ შს მინისტრმა უკანონო ბრძანება გასცა, კი ბატონო, ჩვენთან ყველა თანასწორია კანონის წინაშე", - განაცხადა კილაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×