რეზონანსი
26.06.2019

 (რეზონანსი) სულ გააფრინე? არ მაინტერესებს თვალი რომ დაკარგეს? შენ მე მიშა სააკაშვილი ხომ არ გგონივარ? - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ „ევროპული საქართველოს" წევრს, ირაკლი აბესაძეს, რომელიც ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოდიოდა და 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე საუბრობდა.

სწორედ აღნიშნულ განცხადებას მოჰყვა კამათი კომიტეტების სხდომაზე.

„არ გაინტერესებთ საერთოდ საკითხი. კითხვა დასვით",- მიმართა მდინარაძემ ოპოზიციას.

პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე ნიკა მელიას დაპატიმრებაზე პროკურატურისათვის თანხმობის მიცემის საკითხის განხილვა მიმდინარეობს. სხდომა რამდენიმე საათია ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×