რეზონანსი
26.06.2019

 “ნაციონალური მოძრაობა” არ ვაჭრობს! თამარ ჩერგოლეიშვილი მილიონებს ხალხზე ვერ გააკეთებს!”, – ეს განცხადება პარტიის “კანონი და სამართალი” ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა ტელეკომპანია “პირველის” გადაცემაში “ტაბულას” დამფუძნებლის, ჟურნალისტ თამარ ჩერგოლეიშვილის მისამართით გააკეთა. ამ განცხადების შემდეგ ჩარკვიანმა  სტუდია დემონსტრაციულად დატოვა.

თაკო ჩარკვიანის ამ ბრალდებას თამარ ჩერგეოლეიშვილმა “ფეისბუქის” პირადი გვერდის მეშვეობით ასე უპასუხა:

“გაყიდული ხარო მიკიოდა…  ეთერს ამაზე არ დავხარჯავ, მტყუანს შევაგინებ ძალიან ბილწად და მდიოს ჯონი გიგანმა”, – დაწერა ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში, პოსტის კომენტარში კი “კომიკური პერსონაჟი” უწოდა.

“რა მომენტში აკივლდა, ვერც მივხვდი და რაზე” – დასძინა ჩერგოლეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×