რეზონანსი
26.06.2019

 ევროპაში ტემპერატურა რეკორდულ ნიშნულს მიაღწევს. სინოპტიკოსების ცნობით, კვირის ბოლოს საფრანგეთში ტემპერატურა 45 გრადუს ცელსიუსს გადააჭარბებს. რეკორდული სიცხე ქვეყნის სამხრეთ ნაწილშია მოსალოდნელი.

პროგნოზის მიხედვით, 40 გრადუს მიაღწევს ტემპერატურა იტალიასა და ესპანეთშიც. უჩვეულო სიცხეა მოსალოდნელი გერმანიაში, პოლონეთსა და ჩეხეთშიც.

სინოპტიკოსების ცნობით, ტემპერატურის მომატებას ჩრდილოეთ აფრიკიდან მომავალი ციკლონი უწყობს ხელს.

ევროპული მეტეოროლოგიური სამსახური აცხადებს, რომ ძლიერი სიცხე განსაკუთრებით საშიში მოხუცებისა და ბავშვებისთვისაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×