რეზონანსი
26.06.2019

 ხულოს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. მკვლელობა მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხაძირში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებული იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს გამოძიება.

ფაქტის შესახებ თავის ფეისბუქ გვერდზე ნაციონალური მოძრაობის წევრი ირაკლი ჯორბენაძეც წერს.

„მკვლელობა ჩადენილია წარსულში არაერთგზის ნასამართლევი რეციდივისტის მიერ, რომელმაც ხიხაძირის ცენტრში, საზკვების ობიექტში, ათეულობით თვითმხილველის თანდასწრებით, ცეცხლსასროლი იარაღიდან ორი გასროლით 42 წლის მამაკაცის სიცოცხლე შეიწირა!“ - აღნიშულია ირაკლი ჯორბენაძის სტატუსში.

(პრაიმტაიმი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×