რეზონანსი
26.06.2019

 თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში ახალგაზრდა ქალი დაჭრეს. ეკა გოგიჩაშვილს თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.

ადგილობრივების ინფორმაციით, 27 წლის ქალს ტყვია შემთხვევით მოხვდა. დაჭრილს დაზიანებები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. ის თელავის რეფერალურ სავადმყოფოშია მოთავსებული.

მკურნალი ექიმის ინფორმაციით, დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურია და მას შესაბამისი გამოკვლევები უტარდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×