რეზონანსი
25.06.2019

 ნაციონალური მოძრაობის აქტიური მხარდამჭერი ირაკლი ჩხვირკია წერს :

"225-ე მუხლით იჭერენ მელიას! რაც დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზებას ნიშნავს.  ამ მუხლით რომ გაასამართლონ, აუცილებელია არსებობდნენ მის მიერ ორგანიზებული ჯგუფის წევრები, ძალადობაში მონაწილეები, რომლებიც ასევე პასუხისგებაში იქნებიან მიცემულნი აუცილებლად. 

რაც იმას ნიშნავს რომ მელიასთან ერთად რამდენიმე თქვენი მეგობარიც მოხვდება ციხეში. რამდენიმე რა 15-20 კაცი, ვინც ყველაზე აქტიურად ჩანდა კადრებში. 

ჰოდა, ე მანდ ცოტა აზრზე რო მოხვიდეთ და ხვალ სესია არ ჩაატარებინოთ პარლამენტს უმჯობესი იქნება,  ვიდრე მელიას ან სხვა რომელიმე ჩვენს მხარეს მებრძოლის განსჯას დაიწყებთ გაგანია ომში!

პ.ს. იგივე მუხლით დამაკავეს მეც და ზეპირად ვიცი ყველა ნიუანსი! დამიჯერეთ. მელიას დაჭერას მოჰყვება ერთი ბატალიონი ხალხის დაკავება გინდათ ეს თუ არა, სხვაგვარად უბრალოდ მის მიმართ წაყენებული მუხლი იქნება იურიდიულად ზუსტად ისეთივე გაუმართავი, როგორც კენედის ან ფერდინანდის მკვლელობის დაბრალება", - წერს ირაკლი ჩხვირკია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×