რეზონანსი
25.06.2019

 (რეზონანს) რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ინციდენტი მოხდა. აქციის მონაწილეებმა სცენაზე გამომსვლელ ლეიბორისტული პარტიის ლიდერს შალვა ნათელაშვილს ბოთლი ესროლეს.

როგორც ჟურნალისტებს ნათელაშვილმა განუცხადა, ეს პროვოკატორები იყვნენ. მან ასევე პირობა დადო, რომ ის პოლიტიკოსები, ვინც ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის შეჩერებას მხარს დაუჭერს, პოლიტიკაში ვერასოდეს გაჩერდებიან.

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გრძელდება. აქტივისტები, აქციის ორგანიზატორები და პოლიტიკოსები მომიტინგეებს მიმართავენ. მათი მთავარი მოთხოვნები უცვლელია - შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა და 20-21 ივნისის მოვლენებისას დაკავებულების გათავისუფლება.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო გამოსვლები 6-ე დღეა იმართება. ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×