რეზონანსი
25.06.2019

 (რეზონანსი) ოფიციალურმა კიევმა ევროსაბჭოდან ელჩი გაიწვია. ამის მიზეზი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთისთვის უფლებების აღდგენა გახდა. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პაველ კლიმკინი ავრცელებს.

„საბჭომ ჩვენი ნდობა დაკარგა და მისი აღდგენა ძალიან რთული იქნება. ადამიანის უფლებების დამცველი ლიდერისგან ის ჩვეულებრივ მენეჯერად იქცა", - უსვამს ხაზს მინისტრი.

25 ივნისს ევროსაბჭოს ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია ივნისის სესიაზე რუსეთის მონაწილეობის შესახებ. ამის გამო სხდომა უკრაინის და საქართველოს დელეგაციებმა დატოვეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×