რეზონანსი
25.06.2019

 პარლამენტში, საგანგებო ბიუროს სხდომაზე განიხილეს პროკურატურის მოთხოვნა, დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრების მოთხოვნის შესახებ. საკითხის განხილვას ბიუროს სხდომაზე დაპირისპირება მოჰყვა. რომან გოცირიძე და აკაკი ზოიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. 

იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტები განიხილავს და შემდგომში გადაწყვეტილების მისაღებად კომიტეტების დასკვნა პლენარულ სხდომაზე გავა. განხილვა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების თაობაზე ხვალვე დაიწყება.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ნიკა მელიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მელიას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×