რეზონანსი
25.06.2019

არ გამოვრიცხავ, რომ პარლამენტმა 26 ივნისს მიიღოს გადაწყვეტილება და ნიკა მელიას შეუჩერდეს უფლებამოსილება, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა განუცხადა.

"პარლამენტის წევრი სარგებლობს იმუნიტეტით, იგი ვრცელდება დაკავებაზე და ჩხრეკაზე, ანუ პროკურატურა ვერ განხორციელებს პარლამენტის წევრის დაკავებას და ჩხრეკას პარლამენტის თანხმობის გარეშე. ჩვენთან შემოსულია პროკურატურისგან თხოვნა, რომ დროებით შეუჩერდეს ნიკანორ მელიას იმუნიტეტი. პარლამენტი ამ საკითხზე იმსჯელებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. თავად პროცედურა არის შემდეგი: მას შემდეგ რაც ბიურო უკვე განსაზღვრავს კომიტეტს და ეს კომიტეტი იქნება საპროცედურო საკითხთა კომიტეტი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. კომიტეტზე, მოხდება პირველ რიგში ამ საკითხის განხილვა. ვინაიდან, ვადები მჭიდროა ვფიქრობ, რომ ხვალ, დილითვე ჩატარდება საკომიტეტო განხილვა. ხვალვე პლენარულ სხდომაზე იქნება შესაძლებლობა, რომ პარლამენტმა იმაჯელოს მისთვის იმუნიტეტის შეჩერებაზე", - აცხადებს გიორგი კახიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×