რეზონანსი
25.06.2019

 გაცნობებთ, რომ ბოლო დღეებში რამდენიმე პირისა და მედიასაშუალების მიერ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, ჭიათურის მაღაროელები გაფიცვის განახლებას გეგმავენ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ დღეს "ჯორჯიან მანგანეზში" დასაქმებულთა გაფიცვის საფუძ​ველი არ არსებობს. შეთანხმების ყველა პუნქტი, რომელიც მაღაროელებსა და კომპანიას შორის დაიდო, ეტაპობრივად სრულდება. გაზრდილი ხელფასები მაღაროელებზე უკვე გაიცა, გამოსწორებულია კვების ხარისხი. 

მაღაროელები კატეგორიულად ემიჯნებიან მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელებას და აღნიშნულს საზოგადოების შეცდომაში შეყვანად აფასებენ. 

ადვოკატი  გიორგი ფოლადიშვილი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×