რეზონანსი
25.06.2019

  რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩასვლა არ აეკრძალებათ. ინფორმაციას რუსული ntv.ru ავრცელებს.

დიმიტრი პესკოვის განმარტებით, რუსეთი საქართველოში მოგზაურობის აკრძალვას არ გეგმავს. როგორც პუტინის პრეს-მდივანი აცხადებს, ტურისტების ნაკადის შემცირების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფას უკავშირდება.

“ბუნებრივია, შეუძლებელია იმის თქმა, რომ ხალხი მთლიანად შეწყვეტს საქართველოში ჩასვლას. შეუძლებელია, რომ ხალხს საქართველოში ჩასვლა სრულად ავუკრძალოთ. ამის გაკეთებას არავინ გეგმავს. მხოლოდ მოქალაქებს რეკომენდაციას ვაძლევთ, ყურადღება გაამახვილონ იმ საფრთხეებზე, რომელიც ამჟამად საქართველოში შესაძლოა შეიქმნას“,-აცხადებს დიმიტრი პესკოვი.

21 ივნისს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლიც მიხედვით, 8 ივლისიდან რუსულ კომპანიებს საქართველოში ავია გადაზიდვები აეკრძალათ.

ვლადიმერ პუტინმა ასევე გასცა განკარგულება, რომ მთავრობამ უზრუნველყოს რუსეთის იმ მოქალაქეების უკან დაბრუნება, რომლების დროებით საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან.

ასევე, გასცა რეკომენდაციები და ტურისტულ კომპანიებს მოუწოდა, დროებით შეაჩერონ ავიაბილეთების გაყიდვა რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით.

24 ივნისს, რუსეთმა საქართველოდან იმპორტირებულ ალკოჰოლურ სასმელზე კონტროლი გაამკაცრა. გადაწყვეტილება Роспотребнадзор-მა მიიღო. მათი განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ალკოჰოლური სასმელების ხარისხის გაუარესების გამო მიიღეს.

“გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე საქართველოდან შემოტანილი ალკოჰოლური პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოების მონიტორინგის გამო მიიღეს, რადგან ამ პროდუქციის ხარისხის გაუარესება ფიქსირდება”, – იუწყება Роспотребнадзор-ი.

მათი ინფორმაციით, 2014 წლიდან 2018 წლამდე დაბალი ხარისხის ალკოჰოლური სასმელების რაოდენობა 2.9-ჯერ გაიზარდა და 2018 წელს – 203 ათასი ლიტრი შეადგინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×