
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 10 სამართალდამცველს 20 ივნისის აქციაზე ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტზე, უფლებამოსილება შეუჩერდა. ორი სამართადამცველის შემთხვევაში კი სისხლის სამართლის დანაშაული იკვეთება.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მათ ვინაობას არ აკონკრეტებენ.
ambebi.ge ავრცელებს ინფორმაციას, რომ უფლებამოსილება შეჩერებულებს შორისაა სპეცრაზმელი, რომელიც კადრში ოპერატორს იარაღს უმიზნებდა.
საინფორმაციო პორტალი წერს, რომ მეზობლების თქმით, 20 ივნისის შემდეგ ის სახლში არ გამოჩენილა და არც მისი ოჯახის წევრები იმყოფებიან.
ოპერატორის მიერ გადაღებულ კადრებში ნათლად ჩანდა სპეცრაზმელის სახე, რადგან მას ნიღაბი არ ეკეთა. კადრებში სპეცრაზმელი სიცილით უმიზნებს იარაღს ოპერატორს, თუმცა მის გვერდით მდგომი პოლიციელი ცდილობს იარარი გააწევინოს და იკვეთება , რომ სიტყვიერადაც მოუწოდებს ეს არ გააკეთოს. ამის შემდეგ სპეცრაზმელი ჰაერში ისვრის.
კადრებში ასახული მამაკაცი ზაზა ფანცქალაშვილია. ის შსს-ს მოქმედი თანამშრომელია და სამართალდამცავ უწყებაში დაახლოებით 2004 წლიდან მუშაობს.