რეზონანსი
25.06.2019

  ქართველი თეატრისა და კინოს რეჟისორი, სსრკ-ს სახალხო არტისტი, რობერტ სტურუა რუსეთთან დაკავშირებით მის მიმართ გამოთქმული პოზიციის გამო საზოგადოების კრიტიკას სოციალურ ქსელ Facebook-ზე ეხმაურება.

"გამოგიტყდებით, აგენტი ვარ, რუსეთის აგენტი, პუტინის ჯაშუში!

ძვირად მივყიდე ჩვენ მტრებს უამრავი ქართული საიდუმლო, როგორიც არის:

1.პიესების არჩევა,

2.პიესის ჩანაფიქრის მოფიქრება

3.მხატვართან და კომპოზიტორთან მუშაობა!

რაშიც ორი ორდენი და 1 000000 რუბლი გადმომცეს

მერე ფეხსაცმელში დამალული შემდეგი ინფორმაცია გავაპარე ჩვენ მესაზღვრეებს და მებაჟეებს:

4.როლების განაწილების საიდუმლო

5.მსახიობებთან მუშაობა: სახეების შექმნა, გმირების ფსიქოლოგიის ახსნა

6.რეპეტიციებზე მსახიობების ჭირვეულობის ატანა

პუტინი აღბრთოვანდა და გასამრჯელოც მკვეთრად მომიმატა და:" მერე,მერეო?"

ვასწავლე

7. გავანდე სპექტაკლის ქართული განათების სისტემა

8.რეკლამის შექმნა

ძალიან მოეწონა ვოვას

მერე

9. უვიცი კრიტიკოსების აბდა-უბდის გაძლება

და რაც მთავარია:

10. დაუკავებელი მსახიობების აღელვებული და ნერვებმოსაშლელი ქალწულური გულწრფელი თეორია რეჟისორის უსუსურობაზე!

მოკლედ ქვეყანა გავყიდე!

დამსაჯეთ, თუ შეგრჩათ იუმორი!

 

P.S.

დანარჩენი საიდუმლო, ალბათ ვინც იცის იმას მოჰკითხეთ - მთავრობას, ოპოზიციას, პარლამენტის წევრებს, ვინც არ აირჩიეს, იმათაც, და...

თავისუფლად

მოსეირნე ტურიტებში მიმალულ აგენტებს!",-წერს რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში.

ქართველი თეატრისა და კინოს რეჟისორი, სსრკ-ს სახალხო არტისტი რობერტ სტურუა 20 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შექმნილი ვითარების გამო "ნაცისტები ზეიმობენ".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×