რეზონანსი
25.06.2019

 "ტაბულას" რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი შემდეგი სახის აღიარებით მიმართვას ავრცელებს:

,,ნაცები ჩემს სქრინებს დაათრევენ (თავისუფლების გამავრცელებელი საზოგადოებიდან წაუღიათ) და ცდილობენ იმაში მამხილონ, რასაც წლებია ვღაღადებ.

კი მეგობრებო – დესტრუქციულ და უპასუხისმგებლო ძალად მიმაჩნია ნაცმოძრაობა (20 ივნისი ამის კიდევ ერთი დასტურია).

კი მეგობრებო – მაწუხებს, რომ ის პარტია, რომელსაც ხმას ვაძლევ საკმარისად არაა გამიჯნული ნაცებისგან (არა წარსულისგან, არამედ აწმყოსგან).

კი მეგობრებო – მიმაჩნია, რომ ევროპულმა საქართველომ დრო დაკარგა საკუთარი, ნაცებისგან დამოუკიდებელი იდენტობის გამოსაკვეთად და ამით, დიდი შეცდომა დაუშვა (ბევრი ვიბრძოლე, რომ ასე არ ყოფილიყო, მაგრამ ჩამიფლავდა ძალისხმევა).

კი მეგობრებო – მიმაჩნია, რომ დღეს ევროპული საქართველო და ნაციონალური მოძრაობა დიამეტრალურად განსხვავებული იდეოლოგიის, ქცევის და პასუხისმგებლობის ძალებია და ვწუხვარ, რომ ეს იმაზე ნათელი არაა, ვიდრე არის.

და კი მეგობრებო – მიმაჩნია, რომ ახლა დრო აღარ უნდა დაკარგონ, შეცდომა გაიაზრონ (ყველას ეშლება) და საკუთარი, ნაცებისგან დიამეტრალურად განსხვავებული იდენტობის გამოსაკვეთად ბევრი ენერგია დახარჯონ.

რატომ გიკვირთ, ვერ ვხვდები – დიდი ხანია ასე ვთვლი და არ ვმალავ.

P.S. მოვა ახლა ნაცტროლთა ბუზანკალი და პარლამენტის შენობის ნაცვლად, ჩემს კედელს აიღებენ. “ – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×