რეზონანსი
25.06.2019

 (რეზონანსი) ორი უცხოელი ტურისტის დაკარგვის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაცია ვრცელდება. ჯეინ სტოკჰემერი ფეისბუკზე წერს რომ მისი და მეგობარი გერმანიიდან ავტოსტოპით ჩამოვიდნენ:

„იძებნება

ჩემი და ტაბეა და მისი მეგობარი მაია ავტოსტოპით ჩამოვიდნენ გერმანიიდან საქართველოში. რამოდენიმე დღე საქართველოში გაატარეს. 15 ივნისს იყვნენ თბილისში.

ხომ არ გინახავთ?

რაიმე ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: missing.my.sister19@gmail.com

ან დაუკავშირდეთ პოლიცია: 112

უგზოუკვლოდ დაკარგულების საიდენთიფიკაციო ნომერი: BY1217-007146-19/6

წინასწარ გიხდით მადლობას, ოჯახი!“

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და გოგონების შესახებ მის დას ინფორმაციაც მიაწოდეს

„ჩემი თუში მეგობრების ინფორმაციით 21ში აპირებდნენ ეგ გოგოები აწუნთისკენ წასვლას თუშეთიდან. ჯერ ისევ გზაში არიან და სავარაუდოდ დღეს ან ხვალ უნდა ჩავიდნენ ხევსურეთში.იქ დავუკავშირდით დაცული ტერიტორიის თანამშრომლებს და როგორც კი გამოჩნდებიან შეგვატყობინებენ. შატილში ტელეფონიც იჭერს და თვითონაც შეძლებენ ოჯახთან დაკავშირებას.“ დაწერა ერთ-ერთმა მომხმარებელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×