რეზონანსი
25.06.2019

 (რეზონანსი) 20 ივნისის ღამეს რუსთაველის გამზირზე დაკავებულთაგან 41 ადამიანი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გათავისუფლდა.

დაკავებულები პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას ასაჩივრებდნენ, რომლის მიხედვითაც მათ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისათვის დაუმორჩილებლობისთვის 12-13 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული.

სააპელაციო სასამართლომ მათ პატიმრობა ოთხ დღემდე შეუმცირა და დარბაზიდან გაათავისუფლა, თუმცა 2 მათგანს ბრალი არ დაუმტკიცდა, დანარჩენები კი სამართალდამრღვევად მაინც ცნო.

ყველაზე გვიან დასრულდა პროცესი, ლევან მურუსიძის მოსამართლეობით. დღეს იგი ადვოკატ ბექა ბასილაიას საქმეზეც იმსჯელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×