რეზონანსი
25.06.2019

 კორტებთან ჩაცხრილული ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველმა "მედიაცენტრ მთავარში" პრესკონფერენცია გამართა. იგი ხელისუფლებას მოუწოდებს, დროულად გამოიძიონ და დასაჯონ ის ადამიანები, რომლებიც ხალხს გადატრიალებისკენ და საქართველოს პარლამენტში შევარდნისკენ მოუწოდებდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ია მეტრეველი საპროტესტო აქციებს აანონსებს.

"მოვითხოვთ იმ ადამიანების სასწრაფოდ დასჯას, რომლებიც აქციის მონაწილეების გადატრიალებისკენ და საქართველოს პარლამენის შენობაში შესვლიკენ მოუწოდებდნენ. მოვითხოვთ, დადგეს სასწრაფოდ ამ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ქუჩაში გამოსვლა. ჩვენ მთელი წელი ვიდექით ქუჩაში და 1 ფოთოლი არ ჩამოვარდნილა ხიდან. ის, რაც ამ დღეების განმავლობაში ვნახე, წარმოუდგენელია, ასეთი გავეშებული ხალხი დიდი ხანია არ მინახავს. არ არის გამორიცხული რაღაც ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფილიყვენენ,”- განაცხადა ია მეტრეველმა.

(მარშალპრესი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×