(რეზონანსი) თბილისის სააპელაციო სასამართლომ, 20-21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე დაკავებული კიდევ ხუთი პირი დარბაზიდან გაათავისუფლა. თუმცა, ზაზა ლომია, რატი ჭინჭარაული, მუსლიმ ქავთარაშვილი, ბაჩანა ბეჟიტაშვილი, ნიკოლოზ იმედაშვილი სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო.
მოსამართლე შორენა ყაველაშვილმა მათ 4-4 დღე-ღამით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, რაც მათი დაკავების მომენტიდან აითვალა. შესაბამისად, ისინი დარბაზიდან გათავისუფლდნენ.
ცნობისთვის, 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე დაკავებულ პირებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების დარღვევას ედავებიან, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.