რეზონანსი
24.06.2019

 (რეზონანსი) მეტეხის ხიდთან უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული და დაშავებულები კორეის მოქალაქეები არიან. როგორც ადგილიდან საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, მეტეხის ხიდთან რკინის კონსტრუქციის მაგიდა და სკამები ჩამოიშალა, რის შედეგადაც სამი ადამიანი სიმაღლიდან გამოვარდა.

შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი. დაშავებული მამაკაცი და ქალი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. ექიმების ინფორმაციით, დაშავებული ქალის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე და 116-ე მუხლებით მიმდინარეობს.

წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა უამინდობამ გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×