რეზონანსი
24.06.2019

 (რეზონანსი) ძლიერმა წვიმამ და ქარმა თბილისში პრობლემები შექმნა. მთაწმინდა-კრწანისისა და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონებში, რამდენიმე ქუჩაზე ხე მანქანებს დაეცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა რამდენიმე მანქანა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ამ დროისთვის შესული შეტყობინებები ძირითადად უკავშირდება როგორც ხის წაქცევას, ასევე სახურავის გადახდას და დატბორვას.

„ამ, დროისთვის შემოსულია რამდენიმე შეტყობინება. ძირითადად მთაწმინდა-კრწანისი, დიდუბე-ჩუღურეთის ტერიტორიაზე. შეტყობინების უმრავლესობა ხის წაქცევას უაკვშირდება, ასევე, სახურავის ახდას და დატბორვას. მთაწმინდა-კრწანისის და დიდუბე-უღუირეთში ფიქსირდება ხის წაქცება, რამაც რამდენიმე მანქანა დააზიანა, თუმცა დაშავებული არავინაა", - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "ინტერპრესნიუსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×